სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო
“ირაო”ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურ და კორპორაციულ დაზღვევას სთავაზობს. “ირაო” აქტიურად იყენებს იმ ევროპულ ცოდნასა და პრაქტიკებსს, რომელსაც “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრობა უზრუნველყოფს. თითქმის 200-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ჯგუფის გამოცდილება კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოში დანერგოს თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური მიდგომები და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
სერვისცენტრები მთელ საქართველოში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, გორი და რუსთავი.
მისია: მდგრადი და დაცული მომავლის უზრუნველყოფა ადამიანების და ბიზნესებისთვის. ხედვა: ვიყოთ ყველაზე სანდო სადაზღვევო ბრენდი საქართველოში, რომელიც გამორჩეულია ცოდნით, სანდოობით და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით.