შექმნილია საქართველოს სადაზღვევო კომპანიებისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ინიციატივით. ბიურო უზრუნველყოფს მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს შორის დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ბიუროს სისტემის გამოყენებით.
სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მუშავდება სისტემაში ჩართული მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიერ: სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო, სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია, სს თიბისი დაზღვევა. სამომავლოდ ბიუროს შეიძლება დაემატოს ან გამოკლდეს მონაწილე სადაზღვევო კომპანია/ები.
ინფორმაციის გაცვლა ხდება სადაზღვევო რისკების შეფასების, სადაზღვევო პირობების განსაზღვრისა და ფასწარმოქმნის მიზნით.