I N S U R E N
სადაზღვევო-საინფორმაციო ბიურო

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საქართველო, თბილისი, 0162, მოსაშვილის ქ. 24
  • info@insuranceinfo.ge
  • +995 32 2 912040

სამუშაო საათები

  • ორშაბათი: 10:00-18:00
  • სამშაბათი: 10:00-18:00
  • ოთხშაბათი: 10:00-18:00
  • ხუთშაბათი: 10:00-18:00
  • პარასკევი: 10:00-18:00
  • შაბათი-კვირა: დასვენება

სოციალური ქსელები

ძირითადი სადაზღვევო ტერმინთა განმარტება

დაზღვევა

დაზღვევა ცალკეული რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოქმნილი ფინანსური ზარალის შემცირება ან თავიდან აცილება. დაზღვევის ხელშეკრულებით, დამზღვევი წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ (სადაზღვევო პრემია), გადასცემს შესაძლო ფინანსურ რისკს მზღვეველს. შეთანხმებული გარემოების ხდომილების შემთხვევაში, მზღვეველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს დამზღვევს ფინანსური ზარალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით.

მზღვეველი 

შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია.

სადაზღვევო რისკი

მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.

დამზღვევი

პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება.

დაზღვეული

პირი, რომლის სასარგებლოდაც არის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევი და დაზღვეული ერთი და იგივე პირია, თუ დაზღვევის პოლისში სხვა რამ არ არის მითითებული

მოსარგებლე

პირი, რომელიც ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

დაზღვევის აგენტი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სადაზღვევო ბროკერი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.

დაზღვევის ობიექტი

ნებისმიერი ტიპის ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.

განაცხადი ანკეტა

დაზღვევის განაცხადი, რომელსაც ავსებს დამზღვევი დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად და რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

ხელშეკრულება

წინამდებარე ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ და მისი დანართები, ცვლილებები, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოხსენიებულია ერთობლივად, როგორც ხელშეკრულება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ცალკე უნდა მიეთითოს ხელშეკრულებაზე/დანართზე.

დაზღვევის პირობები

ხელშეკრულების დანართი, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულების პუნქტში მითითებული სადაზღვევო მომსახურების სახეობ(ებ)ისათვის დაზღვევის პირობებს. დაზღვევის პირობები თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

სადაზღვევო პოლისი

მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი–მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ.

დაზღვევის მოქმედების ვადა

სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი იწყება სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადის ამოწურვისას, ან ლიმიტის ამოწურვის პირობებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ან დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში.

სადაზღვევო პრემია

ფულადი თანხა, რომელსაც უხდის დამზღვევი მზღვეველს მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულების აღებაში.

გამომუშავებელი პრემია

პრემიის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება დაზღვევის დაწყებიდან კონკრეტულ თარიღამდე პერიოდის შეფარდებას საწყის სადაზღვევო პერიოდთან.

სადაზღვევო თანხა

თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც გადაიხდის სადაზღვევო კომპანია ზარალის .დადგომისას.

სადაზღვევო შემთხვევა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს.

ზარალი

სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეულის ფინანსური დანაკარგის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მზღვეველი.

სადაზღვევო ანაზღაურება

თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

ფრანშიზა

არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი, დგინდება მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმებით და მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში.

დაზღვევის ტერიტორია

ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება და რომელიც მითითებული სადაზღვევო პოლისში.

კასკო

ავტოტრანსპორტის დაზღვევა

MTPL 

ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

MPA

მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევა გარკვეული სამედიცინო ხარჯების გათვალისწინებით – პერსონალური დაზღვევის სახეობა

დაზღვეული   ავტოტრანსპორტი

პოლისში   მითითებული   და   თქვენს კანონიერ მფლობელობაში არსებული ავტოტრანსპორტი;

საბაზრო ღირებულება

დაზღვევის მომენტისათვის ავტომობილის ღირებულება, რომელიც შეესაბამება იდენტური მონაცემების მქონე  სხვა ავტომობილების ღირებულებას

დაზღვევის ტერიტორია

ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება და რომელიც მითითებული სადაზღვევო პოლისში

უფლებამოსილი მძღოლი

პირი/ები, რომელიც პოლისში განსაზღვრულია როგორც უფლებამოსილი მძღოლი და რომლის მართვის დროსაც ავტოტრანსპორტის დაზღვევა ძალაშია.

ძირითადი მძღოლი

განაცხადში მითითებული უფლებამოსილი მძღოლი, რომელიც უმეტეს წილად მართავს დაზღვეულ ავტომობილს

მესამე პირი

პირი, რომელიც უშვალოდ არ მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობაში მაგრამ გააჩნია კანონიერი ინტერესი ამ ურთიერთობის მიმართ. იდენტიფიცირებული მესამე პირი – როდესაც დადგენილია ზიანის გამომწვევი, ან სამართალდამრღვევი პირი.

ცალკეული დეტალები და აქსესუარები

კანტები, მოლდინგები და პლასტმასის სხვა დეტალები, საბურავები, დისკები და მისი საფარები, შუშის საწმენდები, ემბლემები, ანტენები, ყველა სახის დეკორატიული დეტალები, აუდიო და ტელე-ვიდეო აპარატურა, მინები (მათ შორის მინის სახურავი), სარკეები.

რეგრესის სარჩელი 

შებრუნებული მოთხოვნა ფულადი თანხის დაბრუნებაზე (ან სხვა რაიმე ქონებრივი ფასეულობისა), რომელიც გადაუხადეს მესამე პირს მოვალეს ბრალის გამო. მაგალითად, პიროვნება, რომელიც აგებს პასუხს მიყენებულ ზარალზე, ვალდებულია სადაზღვევო ორგანიზაციის რ.ს.–ის მიხედვით აუნაზღაუროს დაშავებულს სადაზღვევო გადასახადების თანხები. რ.ს.–ის მიხედვით მოვალე ვალდებულია აუნაზღაუროს კრედიტორს მის მიერ მესამე პირისთვის გადახდილი თანხები სრული მოცულობით.

პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა არის ძალაში;

ფორს მაჟორი

ბუნებრივი ხდომილებანი ან პოლიტიკური, სამხედრო, სამართლებრივი, შრომითი, სოციალური ან სხვა შესაბამისი გარემოება, რომლის თავიდან აცილება ან გადალახვა მხარე(ებ)ს არ შეუძლიათ და რომელიც შეუძლებელს ხდის მხარე(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებას.